ახალი ამბები

გამყრელიძე: გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა

1 მარტი, 2020 • 1694
გამყრელიძე: გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა

დაავადებათაკ ონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ, 29 თებერვალს გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არცერთს არ დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 24 ნიმუშია გაგზავნილი, რომელთა პასუხიც დღის განმავლობაში იქნება.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სულ საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვეული.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 97 000-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა სერიოზულად მომატებულია სამხეთ კორეაში. იტალიაში  კი ინფიცირების შმეთხვევები უკვე გადასცდა 1000-ს.

ამირან გამყრელიძის თქმით, გლობალურად კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთლებულთა რაოდენობამ 43 000ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 900-ს აღწევს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი