ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

ივნისში ბათუმში ორი ახალი კაზინო გაიხსნა, ერთიც აგვისტოში გაიხსნება. აქამდე ბათუმში რეგისტრირებული 6 კაზინო იხდიდა ბიუჯეტში გადასახადს. კიდევ 8 ახალი კაზინოს გახსნა აქვს სახელმწიფოს დავალებული სხვადასხვა კომპანიისთვის. გარდა ამისა, არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აწყობენ კაზინოს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ბათუმში მინიმუმ 20 კაზინო იქნება. რას ნიშნავს 160-ათასიანი ბათუმისთვის კაზინოების ქალაქად გადაქცევა და შეიცავს თუ არა კაზინოების ამ ფორმით არსებობა საფრთხეს?