ახალი ამბები

ბელარუსში კორონავირუსი აზერბაიჯანის გავლით ჩასულ პირს დაუდგინდა

28 თებერვალი, 2020 • 818
ბელარუსში კორონავირუსი აზერბაიჯანის გავლით ჩასულ პირს დაუდგინდა

ბელარუსში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ირანელი სტუდენტი ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ჩავიდა.

CNN წერს, რომ ბელარუსის ოფიციალურმა უწყებებმა ინფორმაცია 27 თებერვალს გაავრცელეს. მათი თქმით, კაცი ბაქოდან ბელარუსში 22 თებერვალს ჩავიდა.

„ყველა მოქალაქე, რომელსაც აღნიშნულ პირთან კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში განათევსეს. ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – აცხადებს ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრო.

ბელარუსში ამბობენ, რომ ისინი ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან ჩასულ ყველა პირს ამოწმებენ.

პარალელურად, აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას, არის თუ არა მათ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. 


საქართველოში კორონავირუსის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან 25 თებერვალს შემოვიდა. ის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი