თანამდებობის დატოვების შემდეგ ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.

ორგანიზაცია საეჭვოდ იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი ჰქონდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს  2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე  ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

“ყოფილი  თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ის განცხადებით, 2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა მათ შორის:

[checklist]

[crosslist]

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე, ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278 766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.მ. მიწა. კერძოდ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში მიიჩნევენ, რომ მაღალი თანამდებობის პირის მიერ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონების მოკლე დროში დაგროვება თავისთავად საეჭვო გარემოებაა.

ორგანიზაციის თქმით, მისი ახალი სამსახური – ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – ოფიციალურად არაანაზღაურებადია. ამასთან, TI აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის გამოყენებითაც მას ამ ხარჯის გაწევა შეეძლო:

“მეტიც, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული. თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი საბანკო სესხი მან 2019 წლის 30 სექტემბერს მას მერე აიღო, რაც უკვე ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება ბათუმში, წინანდალსა და საგურამოში” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI ასევე მიიჩნევს, რომ საეჭვოდ დაბალია შეძენილი უძრავი ქონების ფასები.

ორგანიზაციის თქმით, სერიოზულ კითხვებს ბადებს 2019 წლის მარტში საგურამოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება. კერძოდ, TI-ს განცხადებით, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწა 40 000 ლარად არის ნაყიდი, თუმცა 9 თვის შემდეგ (12.12.2019) გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში იგივე ქონება საქართველოს ბანკის მიერ 110 000 დოლარად არის შეფასებული.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან (ივლისი) ერთვება, მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი აქვს.

2019 წლის 3 ივლისს კი, TI-ს თქმით, მან უსასყიდლოდ მიიღო შპს “ჯორჯიან ვინგზის” 50%-იანი წილი, ასევე დააფუძნა ორი ახალი კომპანია: 2019 წლის 24 ივლისს შპს “სანლე გრუპ”, რომლის 50%-იან წილსაც ფლობს და 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს “რთველისი” – 25%:

“მანამდე ის 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე ფლობდა შპს “ნიუ ჰელსის” 51% წილს, რომელიც უსასყიდლოდ დათმო. ბიზნესით ის პირველად მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 15 თვეში, 2016 წელს დაკავდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ისკო დასენთან ერთად “დაცვითი საქმიანობით” დაკავებული შპს “ლეგიონი 2016” დააფუძნა. ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 3 ნოემბრამდე ფლობდა ამ კომპანიის 49%-ს, რომელიც მან 100 ლარად გაყიდა” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, TI-ს განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული ჭიკაიძეს მხოლოდ 6 ქონებრივი დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგანაც 3 კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული.

TI  მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ იქნა დარღვეული კანონი.