ახალი ამბები

დარჩელში ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

28 თებერვალი, 2020 • 643
დარჩელში ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

დარჩელში ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

რაც შეეხება გამოძიებას, ის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი