კორონავირუსის გამო ენგურის ხიდი ჩაკეტეს

კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმმა ენგურზე გადაადგილება აკრძალა. ამის შესახებ გამოცემა  „ლაივპრესი“ გალის მცხოვრებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, ენგურის გამშვები პუნქტი დღეს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაკეტეს.

აფხაზური მხარის ცნობით, სოხუმმა მიიღო განკარგულება, რომლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე  „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს, რუსეთის მოქალაქეების გარდა შესვლა აეკრძალათ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.