ეპიდემიური საფრთხე არ არსებობს – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცულებლობა არ არსებობს.

თუმცა ქართული მხარე ირანთან საზღვარს 2 კვირით ჩაკეტავს. არ იგეგმება სწავლის შეწყვეტა, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიური საფრთხე.

რაც შეეხება პირბადეების დეფიციტს, ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია ჰქონდა მომწოდებლებთან და სააფთიაქო ქსელთან და მათ დაეხმარება, შემოიტანონ დამატებითი პირბადეები.