პირველი სეტში მაქაცარია სრულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო. მეორე სეტში ტოპალოვამ რევანშის აღება მოახერხა და ქართველ ჩოგბურთელს 6:2 მოიგო. მერვე გეიმში ანა მაქაცარიამ გადამწყვეტი ბრეიკის გაკეთება შეძლო და 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
მესამე წრეში მაქაცარია “თბილისი 2015”-ზე მეორე ნომრად განთესილ ლატვიელ ჩოგბურთელს, დანიელა ვისმანეს შეხვდება. დღეს მან მეორე წრეში ავსტრიელი არაბელა კოლერი ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა.
პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა აზერბაიჯანელი ფიდანა ხალიზადე ორ სეტში დაამარცხა, ანგარიშით: 6:3, 6:0 .