კორონავირუსის შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, “კლინიკურად ჯანმრთელია” და მას ყველა საჭირო სამედიცინო ღონისძიება უტარდება.

“ეს ადამიანი, ვისთანაც დღეს დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა, შეიძლება ვთქვათ, კლინიკურად ჯანმრთელია. მხოლოდ არის ვირუსის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, საერთოდ, ახალი კორონავირუსის შემთხვევების 82% მიმდინარეობს მსუბუქად. მისი გართულებების და სიკვდილიანობის პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მსგავსი კორონავირუსული ეპიდაფეთქებებისა, რომელიც მსოფლიომ გამოიარა 2003 და 20012 წელს. ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ებოლას ეპიდაფეთქების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ან კიდევ ფრინველის გრიპის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფექციის შემოტანის რისკი.

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციებია:

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა დღეს ბევრად უფრო მომზადებულია ინფექციებთან საბრძოლველად, მათ შორის, პანდემიურ ინფექციებთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

“ამიტომ გთხოვთ, ვიყოთ მშვიდად და ნუ მივეცემით პანიკას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.