გადაფსა და კიდევ 8 ადამიანს 2011 წლის რევოლუციის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო სიკვდილით დასჯიან. საიფ ალ-ისლამი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. მან ჩვენება ვიდეოჩართვის დახმარებით მისცა. ის ქალაქ ზინტანის აჯანყებულების ჯგუფს ჰყავს მძევლად და მის გათავისუფლებაზე უარს აცხადებენ.
სიკვდილმისჯილთა შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბაღდად ალ-მაჰმუდი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აბდალა ალ-სენუსისი. მათ განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვთ. დანარჩენ დაკავებულებს 5 წლამდე ან სამუდამო პატიომრობა მიესაჯათ.