ახალი ამბები

კალაძე 2021-დან ქალაქში მეორადი საბურავებითა და ჯართით ვაჭრობის აკრძალვას აანონსებს

26 თებერვალი, 2020 • 1185
კალაძე 2021-დან ქალაქში მეორადი საბურავებითა და ჯართით ვაჭრობის აკრძალვას აანონსებს

თბილისის მერის განცხადებით, 2021 წლიდან საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და ფეთქებადი მასალების გაყიდვა აიკრძალება.

როგორც დღეს, 26 თებერვალს, გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, მსგავსი მასალების გაყიდვა სპეციალურად დადგენილ ზონებში იქნება შესაძლებელი.

კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ ახალი რეგულაციების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალებით ვაჭრობენ.

“რეგულაციის მიხედვით, მსგავსი მასალების რეალიზაცია აიკრძალება ისეთ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული”, – აცხადებს კალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი