საფრანგეთის შიდა დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი Russia Today-ის წამყვანი იქნება

საფრანგეთის შიდა დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალენ ჟუიე რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, Russia Today-ს ფრანგული ბიუროს წამყვანი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო RFI ავრცელებს. 

ჟუიე 13-წუთიან გადაცემას წაიყვანს, რომელსაც „წყარო“ ერქმევა და რომლის მთავარი აქცენტი გეოპოლიტიკური საკითხები იქნება. ცნობებს ამის შესახებ RT France-ის ხელმძღვანელმა, ქსენია ფიოდოროვამ დაადასტურა.

ტელეგადაცემა ეთერში გავა თვეში ორჯერ  და ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა „დიპლომატია, კონფლიქტები, ტერორიზმი, უსაფრთხოება და კონკურენტული დაზვერვა“.

ალენ ჟუიე საფრანგეთის შიდა დაზვერვას 2002 წელს ხელმძღვანელობდა.