თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე, ქვეითს მანქანა დაეჯახა. ქალი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-თან თვითმხილველი ამბობს, რომ ქალი საავტომობილო გზაზე გადადიოდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.