ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუბარაქი ეგვიპტეს სამი ათეული წლის განმავლობაში მართავდა, ვიდრე 2011 წლის საპროტესტო გამოსვლებისას ძალაუფლების არმიისთვის გადაცემა მოუწია.

2012 წელს ეგვიპტის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო “არაბული გაზაფხულის” დროს დემონსტრანტების მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე 2017 წელს საპატიმრო დატოვა.