თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან თბილისში პოლიციაა მობილიზებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის გამოძახების მიზეზი გახდა საცხოვრებელ კურპუსში, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნი ცეცხლსასროლი იარაღი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვას ან გასაღებას გულისხმობს.

როგორც საქართველოს პარლამენტში “ნეტგაზეთს” უთხრეს, პოლიციის მობილიზება არ უკავშირდება უშუალოდ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინას.