ვანო მაჭავარიანი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა

ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

დღეს, 24 თებერვალს, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ.

“უნდა გაცნობოთ, რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. მასთან დღეს დილით კომუნიკაცია მქონდა და ვთხოვე, მიზეზები განემარტა. ის რჩება იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომელიც მან მოიწერა. სადაც ამბობს, რომ თანახმა არის, მოვიდეს სესიაზე და ყველა ეს საკითხი ახსნას და თუ კითხვებია, კომიტეტზეც გააგრძელოს [პასუხი]. მასთან კომუნიკაცია მქონდა, რათა დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში… არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობ, რომ რეგლმენტი უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ის თავის პოზიციაზე რჩება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

მაჭავარიანს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა:

მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” მიიწვიეს.