სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარლებში, მერიის ცნობით,  გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის ახალი ფენა დაიგება და მოეწყობა კუნძულები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე დაზიანებულ მოაჯირებსაც.

 

“დედაქალაქის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის”, – წერია მერიის განცხადებაში.

 

საგზაო სამუშაოები, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით მიმდინარეობს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 240 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *