ჭავჭავაძის გამზირზე 23 თებერვლიდან საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება- ნახეთ როგორ

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რეაბილიტაციის მესამე ეტაპის გამო  23-29 თებერვალს შეიცვლება საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე:

[checklist]

[/checklist]

მერიის ცნობით, დროებით შეიცვლება ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პერიოდში უკვე დაკორექტირებული ავტობუსების N21,51,61,85 და მიკროავტობუსის N170 მარშრუტები, რომლებიც ფალიაშვილის ქუჩაზე ხვდებოდნენ კავსაძის ქუჩიდან. 23 თებერვლის 12:00 საათიდან კი, აღნიშნული მარშრუტები ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით, ხოლო ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს, ნაცვლად თაქთაქიშვილის ქუჩისა, დაუკავშირდებიან არაყიშვილის ქუჩით.

ავტობუსის N66 მარშრუტი, რომელიც მირცხულავას და ფალიაშვილის ქუჩების გავლით ირაკლი აბაშიძის ქუჩას უკავშირდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, დაუკავშირდება კავსაძის ქუჩას.

ავტობუსის N83 მარშრუტი, რომელიც მრგვალი ბაღიდან ფალიაშვილის ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდა თაქთაქიშვილის ქუჩით, გადაკეტვის შემდეგ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება არაყიშვილის ქუჩით.

თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად მოძრავ სხვა მარშრუტებს, რომლებიც სარგებლობენ ავალიშვილის ქუჩით, ცვლილებები არ შეეხებათ.