„გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა. მანამდე ის შეასრულებს შს მინისტრის მოვალეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრის კანდიდატურას კი ორშაბათს დავასახელებ,” – განმარტა პრემიერმა.

 

შეგახსენთ, რომ რეფორმის შედეგად შს სამინისტრო გაიყო და ცალკე ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც უხელმძღვანელებს ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იკავებდა შს მინისტრის პოსტს. შს მინისტრის პოსტზე მედიაში რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა, მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და  შს მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *