ხელოვნური ინტელექტით აღმოაჩინეს ანტიბიოტიკი, რომელიც სახიფათო ბაქტერიებს ანადგურებს

ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და წამლებისდამი გამძლეობის მქონე ბაქტერია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი ანტიბიოტიკი სხვადასხვა გზით მუშაობს და პირველია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა.

ჩატარებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტეკებისადმი გამძლე ბაქტერიები მის ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ. მათ შორის არის Acinetobacter baumannii და Enterobacteriaceae, რომელიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგაიზაციის თანახმად, ახალი ანტიბიოტიკებისთვის უმნიშვნელოვანესი სამიზნეა.

„ანტიბიოტიკების აღმოჩენის სფეროში ეს პირველია“, – ამბობს რეგინა ბარზილაი, პროექტის უფროსი მკვლევარი და მანქანების შესწავლის სპეციალისტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ანტიბიოტიკი, რომელიც ბოლო დროს აღმოაჩინეს“, – აცხადებს ჯეიმზ კოლინზი, გუნდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოინჟინერი. „ის შესანიშნავად მოქმედებს ანტიბიოტიკებისადმი გამძლე პათოგენებზე“, – აღნიშნავს იგი.

ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობა ჩნდება მაშინ, როცა ბაქტერია მუტაციას ახდენს და, შესაბამისად, ანტიბიოტიკების მექანიზმი მათი ნეიტრალიზებისთვის აღარ მუშაობს. ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ბაქტერიების პრობლემის მოგვარება თუ არ მოხდა, 2050 წლისთვის 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ანგარიშში.

ახალი ანტიბიოტიკის აღმოსაჩენად მკვლევრებმა ჯერ გამოსცადეს „ღრმად შესწავლის“ ალგორითმი, რომლის ამოცანაცაა, აღმოაჩინოს მოლეკულები, რომლებსაც ბაქტერიის განადგურება შეუძლიათ. პროგრამაში მათ გაწერეს 2,500 წამლის ატომური და მოლეკულური ინფორმაცია და ის, თუ რამდენად ეფექტურები იყვნენ ეს წამლები E coli-ს ზრდის პრევენციაში.