ახალი ამბები

მამის მკვლელობის ბრალდებით საჩხერეში არასრულწლოვანი დააკავეს

21 თებერვალი, 2020 • 1135
მამის მკვლელობის ბრალდებით საჩხერეში არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, საჩხერეში მამის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. სამინისტროს ცნობითვე, ბრალდებული არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას – 1969 წელს დაბადებულს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით,მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა”, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი