“საქართველოს ტერიტორიები დაქუცმაცებული, ოკუპირებულია. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ პროცესი არ გაგრძელდეს. ამ პრობლემების შეჩერების ორად-ორი გზა არსებობს, პირველი- ომი და მეორე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. ომით რაც მივიღეთ, ვნახეთ და ვიცით. ჩვენი პატრონი არავინაა- არც ამერიკა, არც ევროპა და არც რუსეთი. ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება: გამონახეთ საერთო ენა რუსეთთან, როცა საქმე-საქმეზე მიდგება, რაღაც ძალა ამ მოლაპარაკებებს ხელს უშლის. იგივეს გვეუბნებიან რუსები: საერთო გამონახეთ ოსებთან და აფხაზებთანო, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია, არაფერი არ იცვლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გვაბოლებენ. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე”, – თქვა ჯაჭვლიანმა.
ჯაჭვლიანი: უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე

-
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა -
28.11.2026 კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20% -
28.11.2026 “მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება -
28.11.2026 საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა -
28.11.2026 სრული სიმართლე სუროგაციის შესახებ