კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის მზაობაზე ტვიტერზე დაწერა და დასავლელი პარტნიორები მონიშნა

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე „ტვიტერში“ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

„ქართული ოცნება მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“, – წერს კალაძე.

თავის ტვიტში მან აგრეთვე მონიშნა აშშ-ის კონგრესის წევრები – კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში, ევროპის სახალხო პარტია, ევროპარლამენტი და სოციალისტთა და დემოკრატთა ჯგუფი.

The Georgian Dream party is ready to hold negotiations with the opposition to agree on the most reasonable election system for the 2020 parliamentary elections. @Europarl_EN @TheProgressives @EPP@RepKinzinger @SenatorRisch

— Kakha Kaladze (@kakhakala) February 19, 2020


აქამდე კალაძე და ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავდნენ, ხოლო არჩილ თალაკვაძე აშშ-ს ეწვია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც არაერთმა ევროპარლამენტარმა, კონგრესმენმა თუ დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა. დიალოგი საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.