ტუსკი: საქართველო რეალური ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში

“საქართველო რეალური ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დამერწმუნეთ, ეს არ არის კომპლიმენტი, ეს არის ფაქტი. ასოცირების ხელშეკრულება ითამაშებს უმთავრეს როლს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში. ჩვენ დარმუნებული ვართ, პოზიტიური ცვლილებები მოხდება, რაც საქართველოს საზოგადოების სასარგებლოდ იმუშავებს. ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ვიზის ლიბერალიზაიის რეჟიმი, რომელიც უკვე მიღწეულია და ძალზე ამბიციური დღის წესრიგი დავისახეთ, რათა დავასრულოთ აღნიშნული პროცესი. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმარდაჭერას. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ავამუშაოთ დიპლომატიური ძალისხმევა. ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხლ შევაფასო სიტუაცია ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. მე საქართველოში ვიმყოფები იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შეიძლება ევროპა ყველაფერს არ გაძლევთ, რისი მიღების სურვილი გაქვთ, მაგრამ ევროპა ძალიან ცდილობს”,- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული  საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა. 20.07.2015
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა. 20.07.2015