“უმნიშვნელოვანესია, რომ იმ ძალიან დაძაბული დღის წესრიგის ფონზე, რომელიც არის ევროკავშირში, ევროპის ლიდერს მიეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში და იმ რთულ განვითარებაზე, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის დემარკაციას და მის მოძრაობას, ამ მომენტში ჩამოსულიყო და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა არა მხოლოდ სირთულეებზე, არამედ იმ მომავალ პერსპექტივაზე, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ის გეოპოლიტიკური მისია, რომელსაც საქართველო, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ქვეყანა, ძალიან სერიოზულად ემსახურება. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში: რა შესაძლებლობებსაც ჩვენი ქვეყანა უხსნის პარტნიორებს, როგორც აზიის, ისე ევროპის მიმართულებით, ეს არის ენერგო და სატრანსპორტო პროექტების შესაძლებლობა და ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ცდის. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირის დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციას, იმ დღის წესრიგის, რომელიც არის და გრძლედება, როგორც ჩვენი ქვეყნის მამოტივირებელი და მთავარი პოლიტიკური ვექტორი. ჩვენ შევეხეთ იმ დღის წესრიგის დანერგვას, რომელიც მიგვიყვანს ეფექტურ რეფორმებამდე და საბოლოოდ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ეფექტურ დასრულებამდე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა. 20.07.2015

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *