ახალი ამბები

პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერება კანონდარღვევაა – ზურაბიშვილი

19 თებერვალი, 2020 • 1652
პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერება კანონდარღვევაა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვით კანონი დაირღვა. ამას გარდა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სსრკ-ის ჰიმნის ჩართვა სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა:

“პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – ,,თავისუფლების ქარტიას“, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი”.

გუშინ, 18 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი