ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ

ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა დროებით აეკრძალათ. “მედუზას” ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის პრემიერმა მიხაილ მიშუსტინმა გამოსცა. ამავე ცნობის მიხედვით, მიზეზი კორონავირუსს უკავშირდება.

ბრძანებულება ძალაში 20 თებერვლიდან შევა. ის ეხება მოგზაურობას ტურისტული, სწავლის, სამუშაო და პირადი მიზნებისთვის.

რუსეთი ჩრდილოეთ კორეის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი ტიპის შეზღუდვები დააწესა. მანამდე რუსეთს ნაწილობრივ ჰქონდა საზღვარი ჩაკეტილი ჩინეთთან, შეწყვეტილი იყო პირდაპირი საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლები.