გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებთან ერთად პარლამენტში იმყოფება.

როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრება.

დღეს, 18 თებერვალს, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. დღევანდელ სესიაზე ასევე კენჭს უყრიან მთავარი პროკურორობის კანდიდტ ირაკლი შოთაძეს.