შსს ცნობით, დაკავებულის შვილმა გაქცევა მოასწრო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით,  რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოქალაქე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

“უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი, ველოდებით დასტურს, ნამდვილად დაკავებულია თუ არა, ცხინვალის შესაბამისი უწყებები ჯერ ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ალბათ გადაიყვანენ ცხინვალის იზოლატორში”, – განუცხადა ნეტგაზეთს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ.

 

მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართება ერგნეთში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *