ვალერი გელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ცნობას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ვალერი გელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ცნობას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

გელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილობის ცნობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხს კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლეა საქართველოს პარლამენტში.

ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-5, მე-6 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.