ხონის სკოლაში ხანძარი გაჩნდა

ხონში სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.
“ხონში ცეცხლი უკიდია სკოლის შენობას. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობას სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინ არის”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.