ახალი ამბები

ქუთაისში ე.წ. კეჩის ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 თებერვალი, 2020 •
ქუთაისში ე.წ. კეჩის ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ე.წ. კეჩის ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. დაიწვა ტანსაცმელი და სხვა სახის პროდუქტები.

ადგილზე მეხანძრეთა 8 ბრიგადა მუშაობდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი