შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად დღეს გუდაურში მომხდარი მკვლელობა ედება.
შსს ამბობს, რომ ბრალდებულმა 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით მიმდინარეობს.