ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრების ავტორი, ილაი ლეიკი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სტატია “დასპონსორებული” არ ყოფილა, რის შესახებაც განცხადება დღეს არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, და ერთადერთი, ვინც საავტორო სვეტის მომზადებაში ფულს უხდის, ბლუმბერგია:
“სრულიად მცდარი განცხადებაა… ბლუმბერგის გარდა საავტორი სვეტების მომზადებაში ფულს არავინ მიხდის”, – უთხრა ავტორმა ნეტგაზეთს.
ნეტგაზეთმა სტატიის ავტორს კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სტატია, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული, მაღალი ალბათობით დასპონსორებულია.
“ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, მაღალი ალბათობით არის დასპონსორებული.. დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… “, -უთხრა მან დღეს ჟურნალისტებს.
Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია – თალაკვაძე