ახალი ამბები

უბისაში სასაწყობე შენობის სახურავის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ორი მუშა დაშავდა

14 თებერვალი, 2020 •
უბისაში სასაწყობე შენობის სახურავის  ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ორი მუშა დაშავდა

უბისასთან გზის მშენებლობაზე ერთ-ერთი სასაწყობე შენობის სახურავის ნაწილი ჩამოვარდნის შედეგად ორი მუშა დაშავდა. როგორც ნეტგაზეთს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უთხრეს, დაშავებულები საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეები არიან.

მათგან საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. უწყების ინფორმაციით, მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს მოხდა. სამინისტროს ცნობითვე,  ბარაკის ტიპის შენობებში, რომლის სახურავიც ჩამოვარდა, კონტრაქტორი კომპანია ტექნიკას ინახავს.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი