დიდთოვლობის გამო რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული.

კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მთავარი ფოტო: ზოგადი კადრი არქივიდან