თამარ ხულორდავა ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ განწყობა უარესობისკენ არის შეცვლილი, რისი ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, გიგი უგულავას დაკავებაა.
ხულორდავა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ყვება, რომ ადრე საქართველოს მიმართ განწყობა უპირობოდ პოზიტიური იყო, ახლა კი ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად სახეცვლილია და „ეს უნდა ვაღიაროთ“.
„ეს გამოიწივია იმან, რომ გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ბოლო წლებში გადაიდგა, არ არის შეფასებული, როგორც საუკეთესო ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამას კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები ევროპარლამენტში.
ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება ბოლო პერიოდი, იქნება ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირეით მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება, თუ გიგი უგულავასთან დაკავშირებული მოვლენები, ამან, რა თქმა უნდა, ასახვა პოვა იმ განწყობებზე, რომელიც არის ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ“, – ამბობს ხულორდავა.
ხულორდავა დასძენს, რომ ამასთანავე, სიტუაციის დრამატიზება არ უნდა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ეს კატასტროფა არ არის, „უბრალოდ, პრობლემების მოგვარების პირველი გზა არის ის, რომ დავინახოთ პრობლემა და იმის თქმა, რომ პრობლემა არ არსებობს, მისი მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება.
EU-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა