როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ნეტგაზეთს განუმარტეს, პედაგოგებს, რომლებიც არ გამოცხადნენ, კიდევ მიეცემათ საშუალება გამოცდები ჩააბარონ.


საგნობრივ გამოცდაში მონაწილეობის სურვილი 17 ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. გამოცდას ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები აბარებენ.

 

საგნობრივი გამოცდები სავალდებულო გამოცდებია ყველა მოქმედი პედაგოგისთვის, გარდა სერტიფიცირებულებისა. 

 

საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის 21 ივლისს დასრულდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *