ახალი ამბები

ბზარები ასფალტზე ვაჟა-ფშაველაზე

13 თებერვალი, 2020 •
ბზარები ასფალტზე ვაჟა-ფშაველაზე

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილს ბზარები გაუჩნდა. ამის ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი ვახო ახმეტელი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ასეთი გამოკვეთილი ბზარები მანამდე არ ყოფილა.

ვაჟა-ფშაველას გამზირი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ასფალტის საფარი დასკდა. ფოტო: ვახო ახმეტელი

ვაკის გამგეობაში ვარაუდობენ, რომ ბზარები, შესაძლოა, წლების განმავლობაში ყოფილიყო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ საკითხის შესასწავლად ადგილზე ეკიპაჟი გაგზავნეს. ინფრასტრუქტურის სამსახურის პრესსამსახური გვეუბნება, რომ გზას მხოლოდ ზედაპირული ბზარები აღენიშნება, რაც შესაძლოა, ტემპერატურის ცვალებადობის შედეგი იყოს. მათივე თქმით, ეს ბზარები საფრთხეს არ წარმოადგენს. მერიაში ამ გზის რეაბილიტაციას აპირებენ.

ამ გამზირის რეაბილიტაციის გეგმაზე 22 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„ეს არის ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია; საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციას საჭიროებს; დიდუბის რაიონში – აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია; საბურთალოს რაიონში – მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის სამუშაოები“,- თქვა კალაძემ 22 იანვრის სხდომაზე. 

გარეკანი ფოტო: ვახო ახმეტელი

მასალების გადაბეჭდვის წესი