ქუთაისის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

ქუთაისში, დაახლოებით, 44 ათას აბონენტს გაზის მიწოდება დღეს, 12 თებერვალს შეუწყდა.

“სოკარ ჯორჯიას გაზის” ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი მილის დაზიანება გახდა, რომლის აღდგენაც ნაწილობრივ დასრულებულია. კომპანიის ინფორმაციით, გაზის ნაწილობრივი აღდგენა უკვე დაწყებულია და 13 თებერვალს, საღამოს 6 საათამდე, ყველა აბონენტს აღუდგება გაზის მიწოდება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, გაზის მიწოდების გათიშვასთან დაკავშირებით ქუთაისის ზოგიერთ სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა.