აშშ-მა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მანქანები გადასცა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ექვსი მაღალი გამავლობის, სპეციალიზებული მანქანა გადაეცა.

“საგანგებო სიტუაციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ტექნიკას, რომელიც მამაც მაშველებს დანიშნულების ადგილამდე მარტივად და უსაფრთხოდ მიიყვანს”,-წერია საელჩოს განცხადებაში.