ცხინვალში ქართული წარმოების წამლებს ყიდდნენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ, ოფიციალური ინფორმაციით, რეიდების დროს აფთიაქებიდან ქართული წარმოების მედიკამენტები ამოიღო.

ოსური მედიის ცნობითვე, ქართული წარმოების მედიკამენტებს შორის იყო პრეპარატი “კორსიზი”, “სტრეპტოციდი”, “ დურომაქსი” და ა.შ.

რა გზებით ხვდებოდა ქართული წარმოების წამლები ცხინვალში, ამის შესახებ ოსური მხარე არ საუბრობს.