აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების პარტიამ გაიმარჯვა

წინასწარი შედეგებით, 9 თებერვალს გამაართულ აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე მილი მეჯლისში მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატების დიდი ნაწილი – 125 მანდატიდან 65 მოიპოვა. დანარჩენი ხმები დამოუკიდებელ კანდიდატებზე და ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა.

აზერბაიჯანული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, არჩევნებმა მასობრივი დარღვევების [ე.წ. კარუსელი, კონვერტების ჩაყრა] ფონზე ჩაიარა.

ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 49%-ს მიაღწია.

ილჰამ ალიევი არჩევნებზე: 9/02.2020; ფოტო: trend.az