ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ვირუსი არ აქვთ – ექიმი

ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებსაც სკრინინგის შედეგად ვირუსის ნიშნები არ დაუდგინდათ.

ისინი ჩინეთში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდნენ და სახელმწიფოს დახმარებით განხორციელდა მათი ქვეყანაში დაბრუნება.

ექიმი დავით კუჭაავა აცხადებს, რომ ჩინეთიდან დუბაის გავლით თბილსში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ, რომელიც ვირუსზე მიანიშნებს.