სროლა ტაილანდში: ჯარისკაცმა მოკლა მინიმუმ 12 ადამიანი

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა ტაილანში სროლის შედეგად შაბათს, 8 თებერვალს.

საერთაშორისო მედიის ცნობით,  ცეცხლი ტაილანდელმა ჯარისკაცმა დედაქალაქ ბანგკონგის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში რამდენიმე ადგილას გახსნა, მათ შორის ბუდისტურ ტაძართან და სავაჭრო ცენტრთან.

პოლიციის ცნობით, ადამიანებზე თავდასხმამდე ჯარისკაცმა ყაზარმიდან მანქანა გაიტაცა, – წერს ბიბისი.

ეჭვმიტანილი სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრი იმყოფება. პოლიცია მოქალაქეებს ურჩევს სახლში დარჩნენ.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ზუსტი ცნობები ინციდენტზე, რადგან ის ახლახანს მოხდა და ბიბისის ცნობით ჯერ კიდევ გრეძელდება, რადგან ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

BREAKING: Heavy gunfire erupts at shopping mall in Thai city of Nakhon Ratchasima; reports of ‘many’ dead pic.twitter.com/mtQRGR0iid

— BNO News (@BNONews) February 8, 2020

“ნეტგაზეთი” განახლებისთანავე შემოგთავაზებთ უახლეს ცნობებს.


მთავარი ფოტო: ეჭვმიტანილი. ფოტოს ბიბისი ავრცელებს.