ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიას კვლავ კახა ბექაური უხელმძღვანელებს

6 თებერვალი, 2020 • 1328
კომუნიკაციების კომისიას კვლავ კახა ბექაური უხელმძღვანელებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, კომისიის წევრებმა კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია. ის 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან GNCC-ის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი