იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – არის მსხვერპლი

2 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა იტალიაში, ჩქაროსნული მატარებლის სარკინიგზო კატასტროფისას – მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

როგორც იტალიური გამოცემა „ილ რესტო დელ კარლინო“ წერს, ორივე დაღუპული მემანქანეა. მატარებლის მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს, დილის ხუთ საათზე მოხდა ლოდის რეგიონში, ქალაქ ლივრაგასთან.  ჩქაროსნული მატარებელი „ფრეჩა როსა“ მილანიდან სალერნოს მიმართულებით მიდიოდა. ტრაგედია კი მილანი – ბოლონიის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

ჯერჯერობით არ არის დადგენილი ტრაგედიის ზუსტი მიზეზი. თუმცა გამოცემა წერს, რომ გვიან ღამით ჩქაროსნულ მაგისტრალზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ტრაგედიის შემდეგ მილანი-ბოლონიის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი ჩაიკეტა სხვა ჩქაროსნული მატარებლებისთვის.

È il Frecciarossa 9595 il treno deragliato vicino Lodi. Sul posto anche la #Poliziastradale per le conseguenze del grave incidente ferroviario pic.twitter.com/67OiUqUWtH

— Polizia di Stato (@poliziadistato) February 6, 2020