გახარია: დევნილები 5 ჰა-მდე მიწაზე გადასახადისგან გათავისუფლდებიან

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დევნილები, რომლებიც სოფლად 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან:

“დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებულi პირების ქონების გადასახადიდან გათავისუფლების [შესახებ]. იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილების, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი”, – აცხადებს გახარია.

გახარიამ დევნილებისთვის დასაწესებელ შეღავათზე დღეს, 6 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.