მარტყოფის ღვთაების მონასტერში კაცი მოკლეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რაც შეეხება საპატრიაქროს, მისი პრესსამსახურის უფროსის – ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მონასტერი ხშირად იფარებს სხვადასხვა ადამიანს, რომელთაგან ერთმა მკვლელობა ჩაიდინა და მონასტერი დატოვა.