უცხოეთიდან საქართველოში მობილობის მსურველი სტუდენტები აქციას მართავენ

იმ სტუდენტების ნაწილი, რომელიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ.

იმისათვის, რომ მათ საქართველოში სწავლა განაგრძონ, გამოცდა ხვალ, 15:00 საათზე უნდა ჩააბარონ ზოგად უნარებში. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს მიდგომა უსამართლოა, რადგან მისაღებ გამოცდებზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდება, სხვა სტუდენტებისთვის უნარები სავალდებულო აღარ არის.

სტუდენტები ამჟამად გზის გადაკეტვას ცდილობენ. მათ განათლების სამინისტროსთან კარვებიც გაშალეს.